Back to school :)))

Published სექტემბერი 18, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

წალკის მინიციპალიტეტის ბარეთის საჯარო სკოლაში 17სექტემბერს 10საათზე გაიმართა სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ცერემონიალი.

მცირე გრანტების პრეზენტაცია

Published სექტემბერი 18, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

16სექტემბერს წალკის I საჯარო სკოლაში დავესწარით ტრენინგს “მცირე გრანტების პრეზენტაცია”.ტრენინგი ჩაატარეს ქალბატონებმა ინგა პაიჭაძემ და ცირა თავშავაძემ. ჩვენი სკოლიდან ვიყავით კლუბის წევრები: მარიამ მარგველიანი,ია ჯაჭვლიანი,ქრისტინა მურღვლიანი,ბაჩუკ თვირიანი და პედაგოგი ეკატერინე ფანგანი.

“გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში”

Published სექტემბერი 17, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

2012 წლის 15სექტემბერს 10საათზე სამოქალაქო კლუბის წევრები(ვინც ადგილზე იმყოფებოდა),პედაგოგები და თემის წარმომადგენლები შევიკრიბეთ სკოლის ეზოში.თან გვქონდა სამუშაო იარაღები.დასავსუფთავეთ სკოლის ეზო,შემოგარენი და სკოლის შენობა.თემის წარმომადგენლები იყვნენ: თამაზ ვანაძე, ვათანზარ აშრალოვა,ბექა მერლანი,ოდისეი არაბოვი; პედაგოგები:ეკატერინე ფანგანი და ზვიად დევდარიანი.

This slideshow requires JavaScript.

IREX-ის გრანტი

Published აპრილი 30, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

ერთ-ერთ სოციალურ ქსელში CIVIC BLOGGER’S CLUB-ის ჯგუფში ქ-ნ ნინო ჭელიძემ დაპოსტა, რომ სჭირდებოდა ორი ბლოგერი რეგიონებიდან.როდესაც მე ეს პოსტი ვნახე უკვე არჩეული ყავდათ ეს ბლოგერები, იქიდან გამომდინარე, რომ წალკა საინტერესო რეგიონია ქ-ნ ნინომ მეც მომცა კონკურსში მონაწილეობის უფლება. ეს არის IREX-ის გრანტი, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ჩართვაზეა გამოყოფილი. ბლოგერები ან უბრალოდ ისინი ვისაც წერა შეუძლია წერენ საკუთარ რეგიონების ამბებს რაც აწუხებთ,მოსწონთ ან არ მოსწონთ.ყოველი თის ბოლოს ყველაზე აქტიურებს გადაეცემათ საჩუქრები ინტერნეტის ერთი თვის გადახდა, 8გბ ფლეშკა, მობილურზე 30 ლარის ბალანსი და წიგნის სახლის 40 ლარიანი ვაუჩერი.
ვთვლი , რომ ეს ჩემთვის,როგორც დამწყები ბლოგერისთვის ძალიან საინტერესოა და დიდ გამოცდილებას მომცემს.

რა? სად? როდის?

Published აპრილი 22, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

29 მარტს კლუბის წევრებმა დავგეგმეთ და განვახორციელეთ პროექტი “რა სად როდის”,პროექტში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის 10,11 და 12 კლასელებმაამ პროექტში ჩავრთეთ გასართობი ნომრებიც,რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო ეს ყველაფერი.გამოვალინეთ საუკეთესო ინტელექტუალური კლასი და საუკეთესო მოთამაშეები,რომლებსაც გადავეცით საჩუქრები
p.s ფოტომასალას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა-კონფერენცია

Published თებერვალი 26, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

თებერვალს ვიმყოფებოდით “ივენთ ჰოლში” ,სადაც იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა-კონფერენცია.დღის პირველ ნახევარს უძღვებოდა ქ-ნ მარინა უშვერიძე,დამსწრე საზზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ბ-ნი სტივენ ჰეიკინი,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნ ირინა ქურდაძე,ილ.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქ-ნ მაკა ბიბილეიშვილი, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენელი სულხან ჩარგეიშვილი და სხვ.ამის შემდეგ იყო გამოფენის დათვალიერება ,რომელიც ძალიან საინტერესო იყო,იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ღონისძიება   ვნახე რაც ჩემ სკოლაში არ იყო გაკეთებული და რასაც ჩემ კლუბთან ერთად აუცილებლად გავაკეთებ.საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო დღე იყო.

This slideshow requires JavaScript.

შეხვედრა გამგეობაში

Published თებერვალი 22, 2012 by მე აქტიური მოქალაქე ვარ

სამოქალაქო განათლების სწავლების დონის ამაღლებისა და მის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით კლუბის წევრებთან ერთად შევიმუშავეთ ღონისძიებათა გეგმა.თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით გვქონდა შეხვდრები და ტრენინგები კომპეტენტურ პირებთან შემდეგ თემებზე                                                                                                                                                                                                                                                 1)ბავშვთა უფლებები

2)ძალადობა ოჯახში

3)ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის თავისებურებანი.

პირველ საკითხზე 4საათიანი ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა იურისტმა თამარ კორძაიამ (საია), მეორე საკითხზე ტრენინგი ჩაატარა პოლიციის გამომძიებელმა კაპიტანმა ნატო ლუკავამ.საკრებულოს მუშაობის თავისებურებებზე გვესაუბრა თავჯდომარის მოადგილე ქალბატონი თამარ ცქიტიშვილი.გამგეობის მუშაობასა და რაიონის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა გამგებელმა რევაზ შავლუხაშვილმა.პარლამენტარ მიხეილ ცქიტიშვილს კითხვები დავუსვით რაიონის პრობლემებსა და სკოლის საჭუროებების გარშემო

This slideshow requires JavaScript.

<a

%d bloggers like this: